|
2015-02-03 19:06:20, 774 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ლიტვის სეიმის დელეგაციას შეხვდნენ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ლიტვის სეიმის დელეგაციას შეხვდნენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს. მინისტრის მოადგილეებმა ლიტვის საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერ ანდრიუს კუბილიუსს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აუდრიონიუს აჟუბალისსა და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის საერთაშორისო მდივან გინტარე ნარკევიჩიუტეს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილეები დელეგაციის წევრებს სასამართლო რეფორმასა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის შესახებ ესაუბრნენ, გააცნეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, განიხილეს ვიზალიბერალიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესების მიმდინარეობა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში ლიტვის დელეგაციის ინიციატივით გაიმართა. ცნობისთვის, ლიტვის სეიმის წევრები საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. მათ უკვე გამართეს შეხვედრები საქართველოს პარლამენტში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. დაგეგმილია ვიზიტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ლიტვის სეიმის დელეგაცია საქართველოს 4 თებერვალს დატოვებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)