06:44 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-29 11:02:29, 928 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო გამოფენა „ექსპო 2020 დუბაის“ ფარგლებში, დუბაიში საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნება, რომელსაც ქართული დელეგაცია დაესწრება

საერთაშორისო გამოფენა `ექსპო 2020 დუბაის` ფარგლებში, დუბაიში დღეს საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნება, რომელსაც ქართული დელეგაცია დაესწრება. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, დელეგაციის წევრებს შორისაა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე საქართველოს ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს. ქართულ დელეგაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი, მისი აღმატებულება აჰმედ ბინ ალი ალ საეჰი დახვდა.

ამასთანავე, საქართველოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ექსპო 2020 დუბაიზე  ოფიციალური ცერემონიალით გაიხსნება, რომელზეც ეკონომიკის მინისტრი სიტყვით გამოვა.

ოფიციალური ნაწილის შემდეგ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ სუხიშვილების ბალეტისა და ანსამბლ „ბასიანის"  ფოლკლორული ნომრები, ასევე გაეცნონ ქართული კულტურის სხვადასხვა ნიმუშებს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილია გორის ქალთა გუნდის კონცერტი, ხოლო საღამოს დასკვნით ღონისძიებად „დუბაი მილენიუმ ამფითეატრში" სუხიშვილებისა და „ბასიანის" გალა-კონცერტი გაიმართება.

დღესვე ქართული დელეგაცია მოინახულებს საქართველოს პავილიონს, რომელიც ექსპოს გახსნიდან -  ოქტომბრიდან  ფუნქციონირებს და ამ პერიოდში უკვე რამდენიმე ათასმა  ვიზიტორმა დაათვალიერა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა რამდენიმე შეხვედრას  გამართავს ადგილობრივ კომპანიებთან.

„ექსპო 2020 დუბაი" უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ მსოფლიოს მილიონობით ვიზიტორს, ვინც ექვსი თვის განმავლობაში მოინახულებს ამ გრანდიოზულ გამოფენას, გააცნოს ქართული კულტურა, ისტორია და რა თქმა უნდა, ის თანამედროვე შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო სთავაზობს მსოფლიოს ტურიზმის, ინვესტიციების, ბიზნესის კეთებისა და ბევრი სხვა საინტერესო კუთხით.

ქართული პავილიონი წარმოდგენილია ოთხი თემატური მიმართულებით - ტრადიციული მეღვინეობა, ქართული დამწერლობა, დინამიური და განვითარებადი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ბიზნესგარემო.

ექსპო 2020 დუბაიში მსოფლიოს 191 ქვეყანა მონაწილეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics