10:54 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-28 19:55:07, 1650 ნახვა

სამართალი
იურიდიული პირების ჩამონათვალს, რომელსაც შეუძლია სახელმწიფო ქონების მიღება, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელიც დაემატება

"სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც  სახელმწიფო ქონების შემძენი იურიდიული პირების ჩამონათვალს დაემატება  საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი მაუწყებლი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

პარლამენტის წევრის, ეკა სეფაშვილის განმარტებით, „იმისათვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯეროვანი დამოუკიდებლობა,  საჭიროა მას საკუთრებაში, განკარგვის უფლებით გადაეცეს მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს თბილისში, პოლიტკოვსკაიას 31-ში და სადაც ამჟამად მიმდინარეობს ტელევიზიის ახალი შენობის მშენებლობა". 

„კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებისაგან დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია ორგანიზაციის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა.

კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics