|
2021-12-28 11:10:15, 819 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“ და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „იფანი“ ფართოვდება
„საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, უკვე 20-მდე ქართული კომპანია ჩაერთო მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტში. პროგრამის ფარგლებში კომპანიებმა დარგის ექსპერტებისგან ისეთ საკითხებზე მიიღეს კონსულტაციები, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ანალიტიკა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვა. ერთ-ერთი ასეთი კომპანია ავეჯისა და კარის საწარმო „იფანი“-ა. „იფანი“ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს კარისა და ავეჯის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კომპანია 35-მდე ადამიანს ასაქმებს და ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტული ფასებითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. „საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები ექსპორტის მიმართულებით ტრენინგებს დაესწრნენ. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ზურაბ შუბითიძე გვიზიარებს, „იფანის“ სამომავლო გეგმებიც სწორედ ამ მიმართულების გაძლიერებას უკავშირდება - „აქტიურად ვამუშავებთ საექსპორტო განვითარების საკითხებს - გვსურს ვაწარმოოთ ახალი პროდუქცია, რომელიც დამზადებული იქნება ქართული წიფელას ხისგან და ფოკუსირებული საერთაშორისო ბაზრებზე. განვიხილავთ საბავშვო სათამაშოებს და მათთან დაკავშირებულ საახალწლო თუ სხვა ტიპის ნაკეთობებს. პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილება ძალიან ღირებულია „იფანის“ სამომავლო განვითარებისათვის. ტრენინგებზე მიღებული ექსპერტული რჩევები საუკეთესო საექსპორტო პროდუქტებისა და ბაზრების იდენტიფიცირებასა და არსებული პროდუქციის მეტად დახვეწაში გვეხმარება“, - დასძენს კომპანიის დამფუძნებელი. ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების, ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების, შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას. პროექტი კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)