06:45 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 11:15:13, 747 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკში“ კომპანიის ანგარიშის ონლაინ გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ციფრული სერვისების დახვეწას განაგრძობს. სწრაფად განვითარებად ბიზნეს გარემოში, სადაც გაციფრულება ერთგვარი პასუხია კომპანიების მზარდ და მუდმივად ცვალებად საჭიროებებზე, ბანკმა ბიზნესს მორიგი განახლება შესთავაზა - https://bonline.ge-იდან და ბიზნეს მობილბანკიდან,  კომპანიის ონლაინ ანგარიშის გახსნა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულადაა შესაძლებელი.

იმისათვის, რომ გახდეთ ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, მხოლოდ პირადი ნომრის, ორგანიზაციის დასახელებისა და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებაა საჭირო. ანგარიშის გახსნის განაცხადის შევსების შემდეგ კი, აირჩევთ სასურველ პროდუქტებსა და სერვისებს, რომელიც ანგარიშის გახსნასთან ერთად, ავტომატურად გაგიაქტიურდებათ. ეს ყველაფერი კი ფილიალში მისვლის გარეშე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, „საქართველოს ბანკის“ გადაწყვეტილებით, 6 თვის განმავლობაში ბიზნეს პაკეტით სარგებლობა  უფასოდ იქნება შესაძლებელი. ეს პაკეტი ბიზნესის სამართავად საჭირო ისეთ პროდუქტებს აერთიანებს, როგორიცაა:  ბიზნეს ბარათი, ბიზნეს ინტერნეტბანკი, შეტყობინების სერვისი და მულტისავალუტო ანგარიში.

„მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს დახვეწოს და განავითაროს ციფრული პროდუქტები და სერვისები.  ბიზნეს მობილბანკისა და ბიზნეს ინტერნეტბანკის დახმარებით, მომხმარებელს აღარ სჭირდება ფილიალში მისვლა და უმოკლეს დროში შეუძლია გახსნას კომპანიის ანგარიში. დღეს ციფრული პროდუქტები და სერვისები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნესის განვითარებაში და სამომავლო წარმატებაში. ჩვენი მიზანია,  მაქსიმალურად კომფორტული ციფრული გამოცდილება შევთავაზოთ მომხმარებელს, რათა მათ მეტი დრო და შესაძლებლობა ჰქონდეთ საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.  

დეტალურად, თუ როგორ გახსნათ კომპანიის ანგარიში ონლაინ, იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=2852mV-jdvI





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics