|
2021-12-21 09:27:39, 857 ნახვა
მსოფლიო
ჯანმო „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე საზოგადოებას სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმებისკენ მოუწოდებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების ფონზე საზოგადოებას მოუწოდებს, სადღესასწაულო ღონისძიებები გააუქმონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, „გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე შეწყვეტილი სიცოცხლე“. მისივე თქმით, საჭიროა „რთული გადაწყვეტილებების“ მიღება, რაც რიგ შემთხვევაში ღონისძიებების გაუქმებას ან გადადებას ნიშნავს. „ყველა ჩვენგანი დაიღალა ამ პანდემიით. ყველა ჩვენგანს სურს, გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. ყველას სურს, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. ყველაზე სწრაფი გზა ამის გასაკეთებლად ყველა ჩვენგანისთვის, ლიდერებისა და ინდივიდუალური პირებისთვის, არის რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც მისაღებია საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ნიშნავს ღონისძიებების გაუქმებას ან გადადებას… უკეთესია, გავაუქმოთ ახლა და ვიზეიმოთ მოგვიანებით, ვიდრე ვიზეიმოთ ახლა და ვიგლოვოთ მოგვიანებით“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)