|
2021-12-20 17:13:40, 987 ნახვა
რეგიონი
სოფელ ზემო ხანდაკში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრომაციით, დღეს სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა. უწყების ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით მის მშობლიურ სოფელ ზემო ხანდაკს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, ტარიელ შარიფაშვილის ყოფილი თანამებრძოლები და საზოგადოების წარმომადგენლები ეწვივნენ. მათივე ინფორმაციით, მამის ხსოვნას პატივი მიაგო თამარ შარიფაშვილმა და იქ მყოფებს მადლობა გადაუხადა ტარიელის ხსოვნისა და პატივისცემისათვის. „პოლკოვნიკის სახელის უკვდავსაყოფად სოფელ ზემოხანდაკში ტარიელ შარიფაშვილის ბიუსტი და საფლავი გვირგვინით შეამკეს და ბრძოლის ეპიზოდები გაიხსენეს. ტარიელ შარიფაშვილი 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. იგი ომის დაწყებიდან, სიცოცხლის ბოლო წუთამდე გვარდიის კასპის ბატალიონთან ერთად ცხელ წერტილებში იბრძოდასაქართველოს მთავრობამ სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ტარიელ შარიფაშვილის სახელი ეწოდა მშობლიური სოფლის ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას. სოფლის ცენტრში მოეწყო მისი სახელობის სკვერი, სადაც განთავსებულია მისი ბიუსტი. ტარიელ შარიფაშვილის სახელობის ქუჩაა ქალაქ კასპშიც. 2019 წელს კასპის მუნიციპალტეტის მერიამ დააწესა ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია, რომელსაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებული სტუდენტები იღებენ. ტარიელ შარიფაშვილს დღეს 61 წელი შეუსრულდებოდა.“ - ნათქვამია მუნიციპაიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)