20:47 - 28 May, 2026
|
2021-12-20 10:53:40, 1113 ნახვა
მსოფლიო
ფილიპინებში ძლიერი ქარიშხლის „რაის” შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა
ფილიპინებში ტაიფუნ „რაის“ სულ მცირე 208 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის გამო, სულ მცირე 239 ადამიანი დაშავდა, 52 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. - ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ზარალის მასშტაბის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან რამდენიმე რაიონთან კომუნიკაცია შეწყდა. ამასთან, არსებობს საფრთხე, რომ წყალდიდობამ შესაძლებელია მეტი სიცოცხლე შეიწიროს. „ბევრ რაიონში არ არის ელექტროენერგია და კომუნიკაციები, არსებობს ადგილები, რომლებიც თითქოს მეორე მსოფლიო ომზე უარესად დაიბომბა." - განუცხადა BBC-ს ფილიპინების წითელი ჯვრის თავმჯდომარემ რიჩარდ გორდონმა. ფილიპინებს ყოველწლიურად საშუალოდ 20 ტაიფუნი ატყდება თავს. ტაიფუნი ,,რაი“ 2021 წლის ყველაზე ძლიერი ტაიფუნია ფილიპინებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)