|
2021-12-19 17:39:11, 2163 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩაჩავას კლინიკის დირექტორი - „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების რისკი ძალიან მაღალია, დაბალი ვაქცინაციის ფონზე საფრთხე უფრო იმატებს
ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი, მარინე გელანტიას განცხადებით, საქართველოში, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის ფონზე, კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. ექიმ-თერაპევტი თქმით, ვაქცინაცია ჩვეულ ცხოვრებასთან გვაახლოებს და აღნიშნავს, რომ იგი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირებისთვისაც ხელმისაწვდომია. „ბოლო პერიოდში ვირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. დაბალი ვაქცინაციის ფონზე ეს საფრთხე კიდევ უფრო იმატებს. რისკი, რომელიც ახალმა შტამმა შეიძლება წარმოშვას, ეს არის ინფექციის უფრო სწრაფი გავრცელება, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების კიდევ უფრო გაზრდა, მძიმე კლინიკური შედეგები, მაღალი ლეტალობის მაჩვენებლები. ვითარების სიმძიმის განმსაზღვრელი ის იმუნური ფენა იქნება, რომელიც ახალ შტამს ქვეყანაში დახვდება. დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან ერთად ვაქცინაცია გვაახლოებს ჩვეულ ცხოვრებას და მხოლოდ ვაქცინაციით შევძლებთ ერთად დავამარცხოთ COVID-19-ის პანდემია. ვაქცინაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომია.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)