|
2021-12-14 10:58:34, 529 ნახვა
ეკონომიკა
ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 48 %-ით, რეისების რაოდენობა კი 65 %-ით აღდგა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნოემბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 48% აღდგა. 2021 წლის ნოემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 34,217 მგზავრს მოემსახურა. (2019 წელი 72,032 მგზავრი). საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს. 15 დეკემბრიდან კი ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi იწყებს. ეს არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა Wizz Air-მა ევროპის გარეთ დააფუძნა. მისი ბაზა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მდებარეობს და პირდაპირ რეგულარულ რეისებს აბუ დაბიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულებით ასრულდებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)