|
2021-12-12 10:45:15, 1169 ნახვა
სამართალი
ახალქალაქში მამაკაცმა 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის ყოფილი მეუღლე და 8 თვის ბავშვი
ახალქალაქში, სოფელ პატარა სამსარში კაცმა ყოფილი ცოლის ოჯახში, ჯამში ხუთი ადამიანი დაჭრა, მათ შორის მოხუცი ცოლ-ქმრი. ხუთვე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება ბრალდებულიც. როგორც კლინიკის ექიმი „სამხრეთის კარიბჭესთან აცხადებს, პაციენტებს დაზიანება სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ყველაზე მეტი ჭრილობა მოხუც ცოლ-ქმარს აქვს, ისინი თბილისში გადაჰყავთ, დანარჩენების, მათ შორის 10 თვის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. რეგიონის გამოცემის, "სამხრეთის კარიბჭის" ცნობით, სოფელ პატარა სამსარში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ყოფილი ცოლის ოჯახის წევრების დაჭრაში ბრალდებულმა საპატიმრო რამდენიმე დღის წინ დატოვა. მას მეუღლესთან კოფლიქტის გამო, ორი წლის წინ პოლიციაში სიმამრმა უჩივლა. "თავის ცოლთან კონფლიქტი ჰქონდა, ამიტომ სიმამრმა [ჩემმა ძმამ] პოლიციას მიმართა და ის დაიჭირეს, საპატიმრო ხუთი დღის წინ დატოვა. სიმამრზე და მეუღლეზე გაბრაზებული იყო, დღეს რა მოხდა არ ვიცი, ალბათ შური იძია", - ამბობს "სამხრეთის კარიბჭესთან" ბრალდებულის ყოფილი სიმამრის ძმა. ბრალდებულს და მის ყოფილ მეუღლეს ორი შვილი ჰყავს. პიროვნება პოლიციამ ყოფილი ცოლის ოჯახში, ხუთი ადამიანის, მათ შორის 10 თვის ბავშვის ცივი იარაღით დაჭრის ბრალდებით დღეს, 11 დეკემბერს დააკავა, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)