20:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-11 11:30:46, 950 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის მთავრობის მოთხოვნას გამოეხმაურა, ალიანსმა გააუქმოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

სტოლტენბერგის განცხადებით, ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა.

„ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს.  ნატო-ს ურთიერთობები უკრაინასთან მხოლოდ ალიანსის 30 მოკავშირისა და უკრაინის გადასაწყვეტია და არავის სხვის მიერ. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთის ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც რუსეთის მსგავს დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც მას შეუძლია გააკონტროლოს და გადაწყვიტოს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ სხვა წევრებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ოფიციალური მოსკოვი ნატოს-გან მოითხოვს იურიდიულად გააუქმოს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics