|
2021-12-10 12:32:17, 1379 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი - ქორწინების გარეშე სექსი ყველაზე სერიოზული ცოდვა არ არის
ხორციელი ცოდვები არ არის ყველაზე სერიოზული ცოდვა“. - ასე პასუხობს რომის პაპი ჟურნალისტებს პარიზის არქიეპისკოპოსის მიშელ ოპეტის შესახებ კითხვის პასუხად, რომელიც გასულ კვირას ქალთან "ორაზროვანი" ურთიერთობის გამო გადადგა. dailymail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ სექსი ქორწინების გარეშე ყველაზე სერიოზული ცოდვა არ არის. რომის პაპის ფრანცისკეს თქმით, ცოდვებს შორის სიამაყე და სიძულვილი ყველაზე მძიმეა. ცნობისთვის, პარიზის არქეპისკოპოსმა მიშელ ოპეტიმ ქალთან სექსუალურ კავშირზე ურთიერთობა უარყო და თანამდებობა იმ მიზეზით დატოვა, რომ ჭორებს ეკლესიისთვის ზიანი არ მიეყენებინა. ამასთან, ცნობილია რომ კათოლიკე მღვდლები დაუქორწინებლობის პირობას დებენ. "როდესაც ჭორები ვრცელდება, ულახავს ადამიანის რეპუტაციას. ოპეტის თანამდებობა მსხვერპლად შეეწირა ფარისევლობას და არა სიმართლეს. ვეკითხები ჩემს თავს, რა გააკეთა არქიეპისკოპოსმა ისეთი სერიოზული, რომ გადამდგარიყო? თუ ჩვენ არ ვიცით ბრალდება, ვერ დაგმობთ“, - დასძინა რომის პაპმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)