12:29 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-08 17:59:47, 775 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური სომხეთის პოლიციის უფროსს მასპინძლობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი - ვაჰე ღაზარიანი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია. - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ვაჰე ღაზარიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში მდებარე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მათივე ინფორმაციით, სომხეთის პოლიციის დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ.

"საქართველოს მხრიდან შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი ბუთხუზი, იოსებ ჭელიძე და ალექსანდრე დარახველიძე, ასევე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, ხოლო სომხეთის დელეგაციის მხრიდან: პოლიციის უფროსის მოადგილეები, ერევნის პოლიციის უფროსი და სხვა დანაყოფის უფროსები დაესწრნენ.

სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, მომსახურების სააგენტოს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს, შსს-ს აკადემიას ესტუმრებიან და მათი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან." - წერია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics