|
2021-12-08 14:30:20, 963 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის კანცლერი „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი ოლაფ შოლცი გახდა
გერმანიის პარლამენტმა კანცლერად "სოციალ-დემოკრატების" ლიდერი ოლაფ შოლცი აირჩია. შოლცმა კანცლერის თანამდებობა მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 16 წლიანი მმართველობის შემდეგ პოსტი დატოვა. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა 707-მა დეპუტატმა მიიღო და ოლაფ შოლცს მხარი 395-მა დაუჭირა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, შოლცის ეგრეთ წოდებული „შუქნიშნების კოალიციის“ ყველა წევრმა მხარი არ დაუჭირა, რადგან ასე რომ ყოფილიყო, ახალი კანცლერი 416 ხმას მიიღებდა. ხმის მიცემის შემდეგ, შოლცი საპრეზიდენტო სასახლეში გაემართა, სადაც გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მას დანიშვნის ოფიციალური დოკუმენტი გადასცა. ცნობისთვის, "სოციალ-დემოკრატებმა" სექტემბრის არჩევნებში ყველაზე დიდ პოლიტიკური მხარდაჭერა მოიპოვა. მას შემდეგ, პარტიამ კოალიციური შეთანხმება "მწვანეებთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან გააფორმა".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)