20:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-08 09:39:54, 1082 ნახვა

მსოფლიო
კრემლი – ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო ახორციელებს სახიფათო მცდელობებს უკრაინის ტერიტორიის ასათვისებლად

კრემლი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აშშ–ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გამართული ვიდეოშეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც კრემლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაიციაში ვკითხულობთ, ჯო ბაიდენთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი სერიოზულად არის დაინტერესებული უსაფრთხოების იურიდიულად დაფიქსირებული საიმედო გარანტიების მიღებით. რაც NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას გამორიცხავს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საუბრისას ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ნატო რუსეთის საზღვრებთან თავის სამხედრო პოტენციალს აძლიერებს და უკრაინის ტერიტორიის ასათვისებლად სახიფათო მცდელობებს ახორციელებს.

„ამიტომ, რუსეთი სერიოზულად დაინტერესებულია სანდო, იურიდიულად დაფიქსირებული გარანტიების მოპოვებით, რომელიც გამორიცხავს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას და შეტევითი შეიარაღების სისტემების რუსეთის მიმდებარე ქვეყნებში განთავსებას“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics