20:28 - 28 May, 2026
|
2021-12-07 09:47:10, 1016 ნახვა
მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატები პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს
ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთში ადამიანის უფლებთა დარღვევის გამო, პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ სინძიანში განხორციელებული გენოციდისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევის გამო, ბაიდენის ადმინისტრაცია არ გაგზავნის დიპლომატიურ თუ ოფიციალურ დელეგაციებს ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადასა და 2022 წლის პარალიმპიადაზე“, - განაცხადა თეთრის სახლის პრესმდივანმა. მისი განმარტებით, დიპლომატიური ბოიკოტი, რომელსაც აშშ–ის კონგრესის ზოგიერთი წევრი და უფლებების დამცველი ჯგუფები თვეების განმავლობაში უჭერდნენ მხარს, არ იმოქმედებს ოლიმპიადაზე ამერიკელი სპორტსმენების დასწრებაზე. 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა პეკინში მომავალი წლის 4-22 თებერვალში ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)