03:15 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-06 18:20:25, 4437 ნახვა

ომი უკრაინაში
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემქმნელი - შემდეგი პანდემია შესაძლოა უფრო მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე კოვიდ-19

პანდემიური კრიზისი მომავალში უფრო მეტად მომაკვდინებელი შეიძლება იყოს, ვიდრე ამჟამად - ამის შესახებ „ოქსფორდ-ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთმა შემქმნელმა, დეიმ სარა გილბერტმა „ბიბისი“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა პანდემიის გამო, სამომავლო ფინანსური მზადყოფნა, რათა უარეს შემთხვევაში, თავიდან ავიცილოთ დანაკარგების ზრდა.

„ეს არ იქნება უკანასკნელი დრო, როდესაც ვირუსი ჩვენ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დაემუქრება. სიმართლე ისაა, რომ პანდემია შემდეგში შეიძლება უარესი იყოს, ვირუსი კი, უფრო მეტად გადამდები და მომაკვდინებელი. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოვიარეთ, არ შეიძლება მდგომარეობას უფლება მივცეთ, განუსაზღვრელი ეკონომიკური ზარალი კვლავ მოიტანოს და ხელთ არ გვქონდეს ის ბერკეტები - ფინანსები, რომლითაც დანაკარგების თავიდან აცილება შეგვეძლება. ის პროგრესი და ცოდნა, რაც მივიღეთ არ უნდა დაიკარგოს“ - განაცხადა პრფესორმა დეიმ სარა გილბერტმა.

მან ვირუსის ახალ მუტირებულ ვერსიაზე - ომიკრონზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ვაქცინები ვირუსის ამ შტამზე უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტურია, ამიტომ საზოგადოებას უფრო მეტი სიფრთხილისკენაც მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics