|
2021-12-06 11:30:22, 623 ნახვა
ეკონომიკა
ბოლო 9 წლის განმავლობაში, აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტი 5-ჯერ გაიზრდა - AAWE
ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (American Association of Wine Economists - AAWE) დღეს აქვეყნებს ინფორმაციას აშშ-ში, 2012 წლის შემდეგ, ქართული ღვინის იმპორტის 5-ჯერ ზრდის შესახებ. https://www.facebook.com/wineecon/photos/a.209757432384404/5315692325124197/ ამერიკის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით, თუ 2012 წლის პირველ სამ კვარტალში (იანვარ-სექტემბერი) საქართველოდან აშშ-ში იმპორტირებული იყო 627 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, 2021 წლის იმავე, იანვარ-სექტემბრის პერიოდში, იმპორტირებულია 3,268 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 5-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს. საშუალო წლიური ზრდის ტემპი 17,95%-ს შეადგენს. „ღვინის ეკონომისტების ამერიკული ასოციაცია" (AAWE) პრესტიჟული ამერიკული ორგანიზაციაა. ასოციაციამ მიმდინარე წლის მარტში გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2020 წელს, აშშ-ში ღვინის იმპორტის საერთო მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, 9.4%-ით შემცირდა, თუმცა, იმპორტის შემცირების პირობებში, საქართველო წინსვლას და იმპორტის ზრდას აგრძელებს. 2020 წელს, აშშ-ში იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება 21.4%-ით გაიზარდა და 3,93 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ღვინის კერძო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, თანმიმდევრული მარკეტინგული ღონისძიებები ხორციელდება, რის შედეგადაც, ქართული ღვინის ცნობადობა და, შესაბამისად, ექსპორტი სტაბილურად მზარდია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)