20:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-04 12:00:42, 1070 ნახვა

მსოფლიო
WHO-ს მეცნიერი - „ომიკრონის“ გამო, პანიკა საჭირო არაა, მაგრამ მსოფლიო უნდა მოემზადოს

კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გამო, პანიკა საჭირო არაა, მაგრამ მსოფლიო უნდა მოემზადოს  - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანმა მეცნიერმა, სუმია სვამინატამ განაცხადა. 

BBC-ის ცნობით, ომიკრონის შტამი 40-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა. ჯერ კიდევ უცნობია, ახალი შტამი უფრო გადამდებია თუ არა და შეუძლია თუ არა ვაქცინას თავი აარიდოს.

"რამდენად შეშფოთებული უნდა ვიყოთ? ჩვენ უნდა მოვემზადოთ და ვიყოთ ფრთხილები, არ ავყვეთ პანიკას, რადგან ჩვენ განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით", - თქვა სვამინატამ.

პროფესორმა სვამინატამ კონფერენციაზე თქვა, რომ "ომიკრონის" ვარიანტი არის "ძლიერად გადამდები". მანვე სამხრეთ აფრიკიდან მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ეს შტამი შესაძლოა გახდეს დომინანტური მსოფლიოში. მისივე განმარტებით, მსოფლიოში შემთხვევების 99% ახლა დელტა შტამზე მოდის.

ცნობისთვის, "ომიკრონის" შტამი პირველად შტამი სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics