|
2021-12-03 10:32:52, 761 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ისტორიული დღეა - საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა
„ჩვენთვის დღეს ისტორიული დღეა - საქართველო პირველად აირჩიეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი გამარჯვება და დიდი აღიარებაა" - ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა მადრიდში გამართულ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველო, თავისი ისტორიის მანძილზე პირველად, 4 წლის ვადით გახდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს უჩნდება ძალიან ძლიერი ბერკეტები და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ გაიმყაროს პოზიციები საერთაშორისო ტურისტულ არენაზე და საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო ტურიზმის განვითარებაში. „რა თქმა უნდა, ამით, ერთი მხრივ, მყარდება ჩვენი პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე და მეორე მხრივ, საქართველოს უჩნდება ძალიან ძლიერი ბერკეტები და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო ტურიზმის განვითარებაში. ჩვენ ქვეყანას შეეძლება ჩართული ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, ჩვენი ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის სწრაფად აღდგენას და გაძლიერებას" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მტო-ს მმართველ ორგანოს, რომელიც უზუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს. საქართველო თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეძლებს დაიცვას როგორც შავი ზღვის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების ინტერესები ტურიზმის განვითარების მიმართულებით.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)