|
2021-12-01 15:00:40, 1237 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტამ“ ზრუნვის მასშტაბური საახალწლო კამპანია დაიწყო
მხოლოდ ზრუნვით და საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ახალი წელი ყველასათვის ჯადოსნური გავხადოთ, - თეგეტა ჰოლდინგი მასშტაბურ საახალწლო კამპანიას იწყებს. ,,ზრუნვა ცვლის სამყაროს“, - ასეთია თეგეტას წლევანდელი კამპანიის კონცეფცია, რომლის გარშემოც კომპანიამ არა ერთი აქტივობა დაგეგმა. ამ იდეით შეიქმნა ვებ-პლატფორმა tegeta.care, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციებს აერთიანებს. საიტი დღეიდან, პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა. მსურველებს უკვე აქვთ საშუალება მათთვის სასურველი ბენეფიციარი აირჩიონ და დონაციაში თავად ჩაერთონ. პლატფორმა ამ ეტაპზე ორგანიზაციების მხოლოდ ნაწილს მოიცავს და მათი ჩამონათვალი ყოველდღიურად გაიზრდება. მარიამ კარკალაია - თეგეტას მარკეტინგის დირექტორი: „ადამიანების უმრავლესობას აქვს სურვილი, რაიმე მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილების თანამონაწილე გახდეს. თუმცა, ხშირად, ბევრი ფიქრობს, რომ ამის მიღწევა მხოლოდ რაიმე დიადი საქმით - გმირული ქმედებითაა შესაძლებელი. სინამდვილეში კი, თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად აქვს შანსი, ერთი მზრუნველი ქმედებით მიანიჭოს ბედნიერება, განსაზღვროს ერთი ადამიანის ცხოვრება. სწორედ ამაშია ზრუნვის უდიდესი ძალა — ზრუნვა მართლაც ცვლის სამყაროს. სწორედ ამ დაკვირვებაზე ავაგეთ წინასაახალწლო კამპანია.“ ნათიკა ბერძული - თეგეტას სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „ზრუნვის ძალის თეგეტაში ყოველთვის გვჯეროდა. რომ დასვათ კითხვა, რას საქმიანობს თეგეტა? ჩვენი პასუხი იქნებოდა - თეგეტა ზრუნავს. ზრუნავს, რომ მომხმარებელს ავტომობილის ფლობის გამოცდილება გაუმარტივოს. ზრუნავს, რომ ბიზნესი განვითარდეს. ზრუნავს, რომ განათლების დონე ამაღლდეს. ზუსტად ამიტომ ვეხმარებით სხვადასხვა ორგანიზაციას და ამიტომ შევქმენით პლატფორმა - Tegeta Care. გვინდა შემოგვიერთდნენ, ვისაც ამის შესაძლებლობა და სურვილი აქვს და მარტივად გააკეთონ დონაცია. ასე ერთობლივად უფრო მეტს შევძლებთ, უფრო მეტს დავეხმარებით. ამავდროულად, www.tegeta.care ერთგვარი მედიაპლატფორმაა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის.“ თეგეტას საახალწლო კამპანია ვიდეოსაც მოიცავს, რომელიც ადამიანებს ზრუნვის საჭიროებას შეახსენებს და აჩვენებს, რომ გარშემო უამრავი რამაა, რისი შეცვლაც ჩვენს ხელშია და უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს. ვიდეოს საუნდტრეკი აგებულია ვაჟა-ფშაველას ცნობილ ლექსზე - ,,რამ შემქმნა ადამიანად”. მუსიკალური კომპოზიცია კი, Sophie Villy-იმ შექმნა და ვოკალური შესრულებაც მას ეკუთვნის.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)