12:02 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-01 14:31:49, 1196 ნახვა

ეკონომიკა
საქართველომ რუსულ კომპანიასთან საარბიტრაჟო დავა წააგო, ქვეყანას $80 მილიონის გადახდა დაეკისრა

საქართველომ რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავა წააგო. აღნიშნულ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

რუსული ტელეარხის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქართულმა მხარემ კომპანიას კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, რომლის ოდენობაც 80.5 მილიონ დოლარს შეადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველომ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა.

"სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც "ინტერ რაოს" გარკვეული კომპენსაცია ეკუთვნოდა. ის ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად 80.5 მილიონი აშშ დოლარი განისაზღვრა", – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

რუსული არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გადაიხდის კომპენსაციაცს რუსული მხარის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა, ყადაღა დაედოს მის ანგარიშებს ან ქონებას საზღვარგარეთ.

ცნობისთვის, კომპანია "ინტერ რაო" ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია "თელასის" აქციათა 75%–ს. საქართველოს წინააღმდეგ Inter Rao-მ სარჩელი 2017 წელს შეიტანა. კომპანია ქვეყნისგან მოითხოვდა იმ ზარალის ანაზრაურებას, რაც მას ლარის გაუფასურებით მიადგა. Inter Rao საქართველოსგან $125 მილიონს ითხოვდა.

Galt & Taggart-ის ენერგეტიკული ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. Inter RAO ითხოვს ანაზღაურებას ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალისა, რომლის გათვალისწინებაც არ მოხდა სემეკის მიერ ტარიფის დათვლის დროს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics