|
2021-12-01 13:32:01, 2091 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში ვაქცინის ე.წ ბუსტერ დოზების გამოყენების ვადა შესაძლოა 6–დან 5–თვემდე შემცირდეს
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ ბუსტერ დოზების გამოყენების ვადა შესაძლოა 6–დან 5–თვემდე შემცირდეს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 18 წლიდან ზემოთ ყველა პირს დღესაც შეუძლია „ბუსტერ“ დოზის ჩატარება, თუმცა დადგენილი ვადა 60 წლის ზემოთ პირებისთვის, შესაძლოა, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემთხვევაში იყოს 3 თვე. „განვიხილეთ მწვანე პასპორტების ამოქმედების საკითხი, რომელიც დღეიდან უკვე არის ძალაში. ასევე განვიხილეთ ეგრეთ წოდებული „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებული ცვლილებები, საერთაშორისო გამოცდილება და თუ როგორ უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამა, მათ შორის ბუსტერ დოზების გამოყენების საკითხი, რათა „ომიკრონთან“ დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე შემცირდეს. გარდა იმისა, რომ ზოგადად ინდივიდუალურ დონეზე დაცვის ღონისძიების გამოყენება მნიშვნელოვანია, ასევე ხაზგასმით იქნა აღნიშნული ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების და ბუსტერ დოზების გამოყენების მნიშვნელობა. ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი დღეს კიდევ ერთხელ დეტალურად დაამუშავებს ბუსტერ დოზების სქემას და ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი ბუსტერ დოზაზე ვადის შემცირებას ექვსიდან ხუთ თვემდე 18 წელი დარჩება ძალაში „ბუსტერ“ დოზებისთვის და თუ კიდევ დამატებით რეკომენდაციას მოგვცემს ექსპერტთა ჯგუფი, ბუნებრივია, გავითვალისწინებთ. 18 წლიდან ზემოთ ყველა პირს შეუძლია „ბუსტერ“ დოზის ჩატარება, თუმცა დადგენილი ვადა 60 წლის ზემოთ პირებისთვის, შესაძლოა, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემთხვევაში იყოს 3 თვე, სხვა შემთხვევაში ეს იყო 6 თვე და ახლა საუბარია 6-თვიანი ინტერვალის შედარებით შემოკლებაზე ყველა პირისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)