12:02 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 17:13:43, 881 ნახვა

ეკონომიკა
აჭარაში „მწვანე პასპორტის“ კონცეფციასთან დაკავშირებით შეხვედრები მიმდინარეობს

„მწვანე პასპორტის“ სქემასთან დაკავშირებით აჭარაში მოქმედ კვების ობიექტებთან შეხვედრა გაიმართა.- ინფორმაციას აჭარის ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაზე „მწვანე პასპორტის” კონცეფცია განიხილეს, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება და რომლის გარეშეც კვების ობიექტებზე მოქალაქეები აღარ დაიშვებიან.

ამასთან, შეხვედრაზე  მთავარმა შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა  ნინო კვეტენაძემ, აჭარის ტურიზმისა დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა თინა ზოიძემ  მწვანე ზონებთან დაკავშირებით მიღებული  წესები განიხილეს და კერძო სექტორს  „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს.

შეგახსენებთ, 1-ლი დეკემბრიდან მწვანე სტატუსის მქონე რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ. ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. აჭარაში „მწვანე პასპორტის“ სქემაში ჩართულ  ბიზნეს სექტორთან შეხვედრები გრძელდება. 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics