20:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 10:10:34, 1104 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი დღეს შეხვედრას გამართავენ

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს სოჭში შეხვედრას გამართავენ.

კრემლის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართება.

კრემლის ინფორმაციით, დაგეგმილია სამი ქვეყნის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბრით და 2021 წლის 11 იანვრით დათარიღებული შეთანხმებების შესრულების, ასევე რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისა და მშვიდობიანი ცხოვრების დამყარებისთვის შემდგომი ნაბიჯების განხილვა.

მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენა-განვითარებას.

გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია ვლადიმერ პუტინის ცალკე საუბარი ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics