|
2021-11-24 22:02:08, 1303 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში ახალი მთავრობა შედგა - ოლაფ შოლცი კანცლერი იქნება
საპარალამენტო არჩევნებში გამარჯვებული სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ოლაფ შოლცი გერმანიის ახალი კანცლერი იქნება. კოალიციური შეთანხმება დიდწილად ქვეყნის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას ითვალისწინებს. როგორც მედია წერს, მხარეები მიზნად ისახავენ ნახშირის მოხმარების ეტაპობრივად შეწყვეტას 2030 წელს, ვადაზე რვა წლით ადრე. ისინი ასევე შეეცდებიან, გამოიყენონ გერმანიის ტერიტორიის 2 პროცენტი ქარის ენერგიისთვის და ყურადღება გაამახვილონ წყალბადზე დაფუძნებულ ენერგიაზე. პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცმა თქვა, რომ გერმანიის საგარეო პოლიტიკის საფუძველი ევროპის სუვერენიტეტია. მან ასევე ხაზი გაუსვა საფრანგეთთან და აშშ-სთან პარტნიორობის მნიშვნელობას. საბინაო კრიზისთან საბრძოლველად კოალიცია მიზნად ისახავს ყოველწლიურად 400 000 ახალი ბინის აშენებას. შეთანხმება ითვალისწინებს საარჩევნო მინიმალური ასაკის 16 წლამდე დაწევას და კვალიფიციური მუშახელის მოსაზიდად ქულებზე დაფუძნებული საიმიგრაციო სისტემის ამოქმედებას. ასევე, იგეგმება კანაფის რეალიზაციის ლეგალიზება ლიცენზირებულ ობიექტებში, ნარკოტიკის ხარისხისა და განაწილების კონტროლით. პორტფელები ასე გადანაწილდება: „სოციალ-დემოკრატები“ კანცლერის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების, მშენებლობისა და საბინაო მინისტრის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის და ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრის პორტფელებს მიიღებენ. „მწვანეები“ უხელმძღვანელებენ ეკონომიკისა და კლიმატის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ოჯახის სამინისტროს. „თავისუფალი დემოკრატები“ უხელმძღვანელებენ ფინანსთა, იუსტიციის, ტრანსპორტის და განათლებისა და კვლევის სამინისტროებს, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)