20:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-22 10:01:59, 1292 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში საშობაო ღონისძიებაზე ავტომობილი მოქალაქეებში შეიჭრა, არიან დაშავებულები და დაღუპულები

აშშ-ში, ვისკონსინის შტატში საშობაო აღლუმის დროს ავტომობილი ხალხმრავალ საშობაო ღონისძიებაზე შეიჭრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

 „ბიბისის“ ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ უოკეშოში მოხდა. უოკეშოს პოლიციის  ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არის მსხვერპლი, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება. ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.

საავადმყოფოებში 11 ზრდასრული და 12 ბავშვი გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს და ავტოსაგზაო ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

საგამოძიებო პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთო.ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ინციდენტი ტერორიზმს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics