|
2015-02-03 13:32:27, 824 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: სოხუმში ევროკავშირის ოფისის გახსნა, მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტშია შესაძლებელი
„ყველაფერი, რასაც ევროკავშირი ოკოპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ახორციელებს, ეს განიხილება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი სოხუმში ოფისს ხსნის. დავით ბაქრაძე აფხაზური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდობა და ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაციები ბევრჯერ გავრცელებულა, თუმცა საბოლოოდ არ დადასტურებულა. „რაც შეეხება იმ შინაარს, რაც გაჟღერებული იქნა აფხაზური მედიის სახით, ვფიქრობ კომენტარს იმსახურებს მას შემდეგ, როდესაც ჩვენ ამას მოვისმენთ უშუალოდ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლებისგან. ყველაფერი, რასაც ევროკავშირი ოკოპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ახორციელებს, ეს განიხილება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთიანობის კონტექსტში. იმის ალბათობა, რომ იქ ოფისი გაიხსნება, განიხილება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოში წარმომადგენლობის ნაწილის კონტექსტში. ძალიან არ არის სანდო მხოლოდ აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ჩვენ მოგვისმენია ბევრი ასეთი ინფორმაცია, რომელიც საბოლოოდ არ ყოფილა დადასტურებული“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)