20:47 - 28 May, 2026
|
2021-11-18 17:57:01, 1420 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
გერმანიის დაავადების კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცამების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფქირდა. მათი ცნობით, ქვეყანაში 65 371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. "ეს მაჩვენებლები სავარაუდოდ არ არის სრული და ინფექციების რეალური მასშტაბი შეიძლება იყოს ორჯერ ან სამჯერ მეტი,ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ. ვინც უარს ამბობს ამის დანახვაზე, დიდ შეცდომას უშვებს" - განაცხადა „რობერტ კოხის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, ლოთარ ვილერმა. გერმანიას აქვს ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დასავლეთ ევროპაში, მოსახლეობის მხოლოდ 67%-ზე მეტი სრულად აცრილია. ექსპერტების, თქმით, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულ დონემდე აიწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)