14:11 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-18 11:25:31, 1012 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

აჭარის მთავრობა ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს. სხდომას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. კომისიის რეკომენდაციითა და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 42 ოჯახს გაეწევა. გამოიყოფა 650 278 ლარი, რაც მოხმარდება დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა/მშენებლობა/რეაბილიტაციას.

„შერეული სამთავრობო კომიის მორიგ სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარების საკითხი. კომისიის რეკომენდაცია უახლოეს დღეებში გადაეგზავნება მთავრობის თავმჯდომარეს. დახმარებას 42-ვე ოჯახი მიიღებს“, - განაცხადა სტიქიით დაზარალებულთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დალი ქიქავამ.

2021 წელს, იანვრიდან დღემდე, აჭარის მთავრობის სარეზევო ფონდიდან სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 281 ოჯახს ფინანსური დახმარების სახით ჯამში გაეწია 1 650 088 ლარი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის მასშტაბით ყოველდღე წუთიერი დუმილი გამოცხადდება
პსპ ფარმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
18 ევროპარლამენტარი EU-ს მიმართავს, შეაფასონ იმედის საქმიანობა, განსაზღვრონ შესაძლო ზომები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics