|
2021-11-15 12:58:39, 1128 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა უკრაინას 80 000 კილოგრამამდე საბრძოლო მასალა გადასცა
14 ნოემბერს უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახამარების სახით დაახლოებით 80 000 კილოგრამი საბრძოლო მასალა მიიღო. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს თავისუფალი უკრაინის წარმატებას. "დღეს უკრაინამ მიიღო 80 ათასი კილოგრამი საბრძოლო მასალა ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ეს არის მეოთხე დახმარება აშშ-დან, 60$ მილიონიანი უსაფრთხოების დახმარების ფარგლებში, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა აგვისტოში უკრაინისთვის გამოყო. ამით ბაიდენმა დემონსტრირება მოახდინა იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს, სტაბილური, დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინის წარმატებას. 2014 წლის შემდეგ აშშ -მა უკრაინას 2.5$ მილიარდის ოდენობის უსაფრთხოების დახმარება გადასცა" , - წერია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, უკრაინის საზღვრებთან დაახლოებით 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია კიევს დასავლურმა სახელმწიფოებმა მიაწოდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)