|
2021-11-10 16:06:35, 1244 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსის საზღვარზე მყოფმა მიგრანტებმა პოლონეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთა სცადეს
ბელარუსიაში ჩარჩენილი მიგრანტები ცდილობდნენ ძალის გამოყენებით პოლონეთის საზღვარი გვიან ღამე- ამის შესახებ ინფორმაციას „Reuters”- ი ავრცელებს. პოლონთმა გააძლიერა ბელაურის საზღვრის დაცვა, იქ მობილიზებულები არიან სამხედროები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამშაბათს გვიან ღამე, საზღვრის გარღვევა 200 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა სცადა, მოგვიანებით კი, საზღვრის გადაკვეთას კიდევ 60-მდე მიგრანტი შეეცადა. "ეს არ იყო მშვიდი ღამე. მართლაც, იყო პოლონეთის საზღვრის გარღვევის მრავალი მცდელობა", - განუცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა PR1-ს. მომხდარს ,გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გამოეხმაურა, როგორც ჰეიკო მაასმა „Twitter“-ზე დაწერა, ეს ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს თამაშია. „ბატონი ლუკაშენკო...არაკეთილსინდისიერად იყენებს თავშესაფრის მაძიებლებს, როგორც მძევლებს მისი ცინიკური ძალაუფლების თამაშისთვის, მაგრამ უნდა ახსოვდეს ევროკავშირის შანტაჟი არ შეიძლება“- განაცხადა მაასმა. როგორც უცხოური საგენტოები იუწყებიან, ათასობით ადამიანი შეიკრიბა საზღვარზე ამ კვირაში, პოლონელმა ჯარისკაცებმა, არაერთხელ შეზღუდეს ქვეყანაში შეჭრის მცდელობა, საზღვართან მიგრანტები ოჯახებით იმყოფებიან და გაშლაელს კარვები. მათი უმეტესობა განიცდის საჭმლის დეფიციტს. „ევროკავშირი“ ბელარუსიას ადანაშაულებს იმაში, რომ ახალისებს მიგრანტებს - ახლო აღმოსავლეთიდან, ავღანეთიდან და აფრიკიდან - სცადონ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და მათ ევროკავშირის მიერ დაწესბული სანქციების საპასუხო იარაღად მოიხსენიებენ. ლუკაშენკომ უარყო მიგრანტების იარაღად გამოყენება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)