|
2021-11-05 14:45:54, 845 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - საქართველო იქნება რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მწვანე წყალბადის მომავლის ტექნოლოგიას რეალობად აქცევს
საქართველოში მწვანე წყალბადის პოტენციალის შესწავლა იწყება. -ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ამ მიზნით, დღეს ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის განვითარები ბანკს (KfW) შორის განზრახულობათა დეკლარაციას. შედეგად, საქართველოში განხორციელდება პირველი საპილოტე პროექტი, რომელიც უზრუნველჰყოფს ქვეყანაში სუფთა და განახლებადი ენერგიების მიმართულების განვითარებას. „გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობა და კონკრეტულად, გერმანიის განვითარების ბანკი (KFW) არიან ჩვენი მრავალი წლის პარტნიორები სხვადასხვა მიმართულებით - ინფრასტრუქტურის განვითარების, რეფორმების და ა.შ., ამასთანავე განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვით ენერგეტიკული რეფორმის პროცესში ჩვენი მხარდაჭერის კუთხით. დღეს, გერმანიის მთვარობასთან ჩვენი თანამშრომლობის მორიგი ეტაპი იწყება, კერძოდ, საქმე ეხება ინოვაციურ ტექნოლოგიებს მწვანე ენერგეტიკაში. ეს არის მწვანე წყალბადი - უახლესი ტექნოლოგია, რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყანა ახლა სწავლობს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. დღეს გაფორმებული დეკლარაციის ძირითადი მიზნებია: საქართველოში მწვანე წყალბადის პონტეციალისა და სარგებლის შეფასება; პირველი საპილოტე პროექტის განხორციელება, რომელიც უზრუნველჰყოფს ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანას და შესაბამისად ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას სუფთა და განახლებადი ენერგიების მიმართულების გასავითარებლად; იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება და მიწოდების უსაფრთხოების გაზრდა; განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების ტემპის ზრდა, ნახშირბადის ემისიების შერბილება და ქვეყნისთვის ექსპორტის შესაძლებლობების შექმნა. ნათია თურნავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უკვე გაჩნდა მწვანე წყალბადის შესწავლის რუკაზე, კონკრეტულად, ენერგეტიკის განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს საპილოტე პროექტის განვითარებაზე, რომელიც საქართველოში მწვანე წყალბადის პირველ წარმოებას შექმნის. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ეს არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც არის განახლებადი ენერგიის წყაროები, მათ შორის საქართველოსთვის - გადაიყვანოს ელექტროენერგია მწვანე წყალბადში. „შედეგად, შესაძლებელი იქნება ენერგიის ტრანსპორტირება განახლებადი ენერგრიის პროექტებით გაჯერებული რეგიონებიდან ენერგეტიკული დეფიციტის მქონე რეგიონებში. ეს არის მომავლის ტექნოლოგია და ძალიან გვეამაყება, რომ საქართველო იქნება რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გერმანელი პარტნიორების მხარდაჭერით ამ ტექნოლოგიას რეალობად აქცევს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)