|
2021-11-05 12:40:59, 1139 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ჭარნალის სამედიცინო ამბულატორიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, რუსუდან შავიშვილთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჭარნალის სამედიცინო ამბულატორიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. ,,გრძელდება ვიზიტები სოფლის ამბულატორიების დონეზე. შევხვდით მოსახლეობას, რომლებიც წინასწარ იქნენ მობილიზებლები ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, ვესაუბრეთ ვაქცინაციის პრიორიტეტულობაზე, სარგებელზე და იმ ფონზე, როცა ქვეყნის მასშტაბით ეპიდვითარება უარესდება, მათ უნდა მიიღონ ლოგიკური გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით აჭარაში მშვიდი ეპიდვითარება გვაქვს, ვერ იქნება გარანტი რომ მომდევნო დღეები არ იქნება დაძაბული, თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება. აქედან გამომდინარე, თითოეული ამბულატორიის, თემის სამედიცინო პუნქტის დონეზე სამინისტრო, სოფლის ექიმები და თითმმართველობების სამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ. ჩვენი მიზანია რომ უფრო მეტი მოქალაქე დავარწმუნოთ ვაქცინაციის მნიშვნელობაში, რომ წლის ბოლომდე მინიმუმ 60% სამიზნე მოსახლეობის იყოს აცრილი, პარალელურად ვავრცელებთ ინფორმაციას ბუსტერის რეკომენდაციის შესახებ და მოქალაქეები თითონ იღებენ გადაწყვეტილებას დამატებითი დოზების შესახებ“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. როგორც სოფელ ჭარნალის მკვიდრმა, ომარ მამულაძემ აღნიშნა, ,,გრიპის ვაქცინასთან ერთად ფაიზერის ვაქცინით ავიცერი და თავს კარგად ვგრძნობ, ყველას მოვუწოდებ ჩვენივე ჯანმრთელობის მოსაფრთხილებლად ავიცრათ“. ამ დროისთვის აჭარაში სულ - 218 525 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული. მათ შორის: I დოზით - მოსახლეობის 32.4 %, 18 წელს ზემოთ 42.5 %; II დოზით - მოსახლ 29.1 %, 18 წელს ზემოთ 38.2 %; ხოლო სამიზნე ჯგუფის - 63.7 %.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)