|
2021-11-03 12:07:05, 1088 ნახვა
რეგიონი
ქვათახევის ქუჩა მოასფალტდა
კასპში ქვათახევის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა. - ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ასფალტის სამუშაოების დაწყებამდე ქუჩაზე სასმელი წყლის ქსელი შეიცვალა, მოეწყო სანიაღვრეები და გასწორდა წყალარინების ჭები. მიმდინარე პროექტი 5 ქუჩის ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხის, ქვათახევის და სამების რეაბილიტაციის სამუშაოებს ითვალისწინებს. ამასთან, სამების ქუჩა უკვე მოასფალტებულია, შესაბამისად შეიცვალა სასმელი წყლის ქსელიც. ხუთივე ქუჩა ერთმანეთთან დაკავშირებულია, არის მჭიდროდ დასახლებული. ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გარდა განთავსებულია 3 ხუთსართულიანი საცხოვრებელი ბინა, რომელშიც 100 ოჯახი ცხოვრობს. ქუჩების რეაბილიტაციას შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ახორციელებს. ქუჩების საერთო სიგრძე 1 288 გრძივი მეტრია, პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი 969 980 ლარით აფინანსებს. ქუჩები წლების მავლობაში ამორტიზირებულია და მოასფალტებული არასოდეს ყოფილა. კეთილმოწყობილი გზა უზრუნველყოფს მოსახლეობის და ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)