|
2021-10-30 10:43:26, 1284 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტმა ევროკომისიას კანონის უზენაესობის დარღვევაზე უმოქმედობის გამო უჩივლა
ევროპარლამენტმა ევროკომისიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროპარლამენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ არ გამოიყენა ახალი კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს, კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევის გამო ქვეყნებს ბლოკის დაფინანსება შეუჩეროს. ამჟამად ევროკომისია პოლონეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ აწარმოებს გამოძიებას ევროკავშირის კანონის უზენაესობის სავარაუდო დარღვევის გამო და მექანიზმის მათთან მიმართებაში ამოქმედების შემთხვევაში ამ ქვეყნებს ათობით მილიარდი ევროს დაკარგვა ემუქრებათ, რომელსაც ისინი ევროკავშირისგან იღებენ. ევროპარლამენტის განცხადებით კი, ევროკომისია სახელშეკრულებო კანონით უფლებამოსილია, გამოიყენოს მექანიზმი მისი ძალაში შესვლისთანავე და არ დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას მის მართებულობასთან დაკავშირებით. მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში, პოლონეთი და უნგრეთი ათობით მილიარდ ევროს დაკარგავენ, რომელსაც ისინი ევროკავშირისგან იღებენ, როგორც წევრი სახელმწიფოები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)