|
2021-10-29 14:15:41, 872 ნახვა
ეკონომიკა
შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში „ქართული ღვინის ფორუმი” იმართება
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 29-31 ოქტომბერს, შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში ქართული ღვინის ფორუმი ფესტივალის „FERNWEH” ფარგლებში იმართება. ფესტივალი უცხო ქვეყნების კულტურის წარმოჩენას გულისხმობს და მასში არაერთი ქვეყანა მონაწილეობს. - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით ტყემალაძის განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით, შვეიცარიაში მსგავსი მასშტაბის ღონისძიება პირველად იმართება, რაც აღნიშნულ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია. „ქართული ღვინის ფორუმის ქალაქ ბერნში გამართვის უმთავრესი მიზანია შვეიცარიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და დამკვიდრების ხელშეწყობა, მისი ისტორიის, ტრადიციების, თანამედროვეობისა და პერსპექტივების წარმოჩენაა. ევროპის ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის ფონზე, ქართულ ღვინოს აქვს ის უნიკალურობა, რაც მას შესაძლებლობას აძლევს კონკურენცია გაუწიოს ევროპის ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, რის შედეგადაც, ბოლო წლებია სტაბილურად მზარდია ქართული ღვინის ცნობადობა მსოფლიო მასშტაბით და, შესაბამისად, ექსპორტი“, - აღნიშნა დავით ტყემალაძემ. „ფორუმის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა გიორგი თევზაძემ ქართული ღვინის ტრადიციების, კულტურისა და ისტორიის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. ქართული ღვინის მარკეტინგულ სტრატეგიაზე ასოციაციის „ქართული ღვინო“ წარმომადგენელმა ტატა ჯაიანმა ისაუბრა. ფორუმზე, რომელიც ბერნის კულტურის სახლში „Casino Bern” იმართება, წარმოდგენილია ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები. ღონისძიების ორგანიზატორები შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩო, „ქართული ღვინის გალერეა“ (GeoHaus GmbH) და „ქართული კულტურის ცენტრი შვეიცარიაში“ არიან.“ - ნათქვამია განცხადებაში.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)