|
2021-10-27 10:32:07, 597 ნახვა
ეკონომიკა
კახეთის რეგიონში ყურძნის გადამმუშავებელი კიდევ ერთი კოოპერაციული საწარმო შეიქმნა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 23 მევენახე ფერმერს აერთიანებს. კოოპერატივის წევრთა მფლობელობაში 20 ჰა-ზე მეტი ვენახია. ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად, ჯამში, 700,000 ლარზე მეტი თანხის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 495,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია. საწარმოში, წელს პირველად, 100 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. კოოპერატივი ღვინის ექსპორტს გეგმავს. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი კახეთის რეგიონში სახელმწიფო მხარდაჭერით მოქმედ კოოპერაციულ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნენ. „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოს მოსაწყობად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი მიიღო; კოოპერაციული საწარმოს შექმნით, თითოეულ მევენახეს მიეცა საშუალება, საკუთარი მოყვანილი ყურძენი გადაამუშაოს, შექმნას დამატებითი ღირებულება და მიიღოს მეტი შემოსავალი“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა. კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ლევან ლილუაშვილის განცხადებით, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები რეგიონის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 839 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელშიც გაერთიანებულია 9,109 მეპაიე, მათ შორის, კახეთის რეგიონში 120 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია, სადაც 1,392 მეპაიეა გაერთიანებული.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)