|
2021-10-26 16:37:29, 1176 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 10 ელჩის გაძევებას აღარ გეგმავს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნიდან ათი ელჩის გაძევება გადაიფიქრა.-ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა. ერდოღანი აცხადებს, რომ ელჩებმა "უკან დაიხიეს" და მათი მიზანი არა კრიზისის შექმნა, არამედ ქვეყნის უფლებების, კანონების დაცვაა, ამიტომ სხვა დროს განცხადებების გაკეთების დროს უფრო ფრთხილად იქნებიან. "ახალი განცხადება, რომელიც საელჩოებმა გააკეთეს, იყო უკან დახევა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ცილისწამებისგან. მე მჯერა, რომ ეს ელჩები ბევრად ფრთხილად იქნებიან მათ განცხადებებში თურქეთის სუვერენულ უფლებებთან დაკავშირებით", -განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანმა 10 ელჩის გაძევების გადწყვეტილება 23 ოქტომბერს მიიღო, ესენი იყვნენ:აშშ-ის, კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის და ახალი ზელანდიის ელჩები. გაძევების მიზეზი ელჩების მხრიდან ბიზნესმენ ოსმან კავალას, რომელსაც საპროტესტო აქციის დაფინანსება და სახელმწფო გადატრიელაება ედება ბრალად, გათავისუფლებისკენ მოწოდება იყო. ერდოღანის გამოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე კანადის, საფრანგეთის, ფინეთის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და აშშ-ს საელჩოებმა ტვიტერზე განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ვენის კონვენციის შესაბამისად, თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)