|
2021-10-26 12:13:19, 1195 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: შეეშვან ბნელ ოთახში კატის ძებნას, თითქოს სააკაშვილი ნახევრად შიმშილობს – ის საკვებს არ იღებს
მოეშვან სპეკულაციებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ მიხეილ სააკაშილის ჰოსპიტალიზაცია ისეთ კლინიკაში, სადაც კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ, – ამის შესახებ საქართველოს ექს–პრეზიდენტის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა მე–12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკვებს არ იღბს და გადის მედიკამენტოზურ მკურნალობას, მას ასევე ჩაუტარდა გადასხმებიც. "ვნახეთ, ხო, რომ ხელისუფლებამ შექმნა ექიმების ჯგუფი, კონსილიუმი. კონსილიუმი შეიკრიბა იმსჯელა და დადო დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს მრავალფუნქციურ კლინიკაში. მრავალფუნქციური კლინიკა შინაარსშივე მოიცავს იმ სამედიცინო დახმარებას, როგორიც არის MTR, KT, კომპიუტერული ტომოგრაფია, მე-18 დაწესებულებაში ეს აპარატურა არ აქვთ. მოეშვან სპეკულაციებს, მივმართავ იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ მოახდინოს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპოტალიზაცია, ისეთ კლინიკაში, სადაც კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ მოვუწოდებ ხელისუფლების წარმომადგენლებს იზრუნონ პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე და მოახდინონ მისი ჰოსპიტალიზაცია. სააკაშვილი არ ითხოვს განსაკუთრებულ პრივილეგიებს, როგორც სტანდარტულად ხდება იმ კლინიკებში გადაყვანა, სადაც შეიძლება შესაბამისი დახმარების მიღება, ამას ითხოვს სააკაშვილიც. შეეშვან ბნელ ოთახში კატის ძებნას, თითქოს სააკაშვილი ნახევრად შიმშილობს, ის საკვებს არ იღებს და მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის, ასევე მოხდა გადასხმების გაკეთება.", – განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)