|
2021-10-23 11:08:58, 1092 ნახვა
მსოფლიო
Pfizer -ის ვაქცინის გამოყენება 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში 91%-ით ეფექტურია
Pfizer-ის ვაქცინა თითქმის 91%-ით ეფექტურია 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში სიმპტომური ინფექციების პრევენციისთვის. - ამის შესახებ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მეცნიერები აცხადებენ. მათივე ცნობით, კვლევის მიხედვით 5-11 წლის ასაკის ბავშვებში მიოკარდიტის სიხშირე უფრო დაბალია, ვიდრე 12-დან 15 წლამდე ასაკის ვაქცინირებულ ბავშვებში დაფიქსირდა, რაც ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ 11 წლის ასაკის ბავშვები ვაქცინის უფრო მცირე დოზით აცრეს. კვლევაში მონაწილეობდა 2,268 ბავშვი ამ ასაკობრივ ჯგუფში, რომლებმაც მიიღეს ორი დოზა სამი კვირის განმავლობაში. თითოეული დოზა იყო მოზარდებისა და მოზრდილებისთვის მიცემული დოზის მესამედი -10 მიკროგრამი. მათი თქმით, მცირე დოზა სპეციალურად შეირჩა, რათა მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი გვერდითი მოვლენების გამოწვევის რისკი. ამასთან, თეთრმა სახლმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის გეგმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა. ამ დრომდე აშშ-ში სრულად ვაქცინირებულია 190 მილიონი ადამიანი, აქედან 11 მილიონი - 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდია, რომელიც „ფაიზერითაა“ აცრილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)