|
2021-10-22 12:42:28, 1779 ნახვა
რეგიონი
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა „თამ“ თბილავიამშენში თურქეთის დელეგაციას უმასპინძლეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ აზარაშვილმა და სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ოღლიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის დელეგაციას, კომპანია „თუსაშის“ აღმასრულებელ დირექტორს თემელ კოტილოვს და ვიცე-პრეზიდენტს ავიაციის დარგში ატილა დოგანს უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - თურქეთს შორის თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს, რაც მიზნად ისახავს ერთობლივი საწარმოს დაარსებას და სამხედრო-საჰაერო მრეწველობის განვითარებას. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა სს „თამ“ თბილავიამშენის ტერიტორიაზე საფრენი აპარატების სამწყობრო საწარმო დაათვალიერეს, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად საფრენი აპარატების აღდგენა, რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)