|
2021-10-21 19:24:04, 1321 ნახვა
სამართალი
ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანა ფაქტობრივად ნიშნავს, უარის თქმა ჰოსპიტალიზაციაზე
იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას და მათ უბრალოდ არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადა. მისი თქმით,იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ სააკაშვილს პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ, სახელმწიფოს მხრიდან მის ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმას ნიშნავს. "იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას და მათ უბრალოდ არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია. რაც შეეხება უშუალოდ, მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, ეს რეალურად ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში კრიმინალი დაამარცხა, მოათავსონ ხელისუფების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან, რაც ბუნებრივია არ გამოვა, ეს არის, სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებაზე , სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხელშეკრულება აქვს კერძო კლინიკებთან და რუსთავის ამ დაწესებულებიდან პატიმარი ყოველთვის გადაჰყავთ კერძო კლინიკაში. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვინმე პრივილეგიას ითხოვს, ესაა სტანდარტი და მიღებული პრაქტიკა" - განაცხადა საძაგლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)