|
2021-10-21 11:55:20, 974 ნახვა
ეკონომიკა
Forbes - საქართველო ტურისტებისა და დისტანციურად მომუშავეთათვის იდეალური მიმართულებაა
გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა „Forbes“-ის მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით „რატომ არის კავკასიის ეს ქვეყანა თანაბრად იდეალური როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე დისტანციურად მომუშავეებისთვის.“ სტატიის ავტორი რანა გუდი „Forbes“-ის მკითხველს საქართველოს ტურისტულ ადგილებს, ბუნებას, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, კულტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს აცნობს. სტატიაში მოყვანილია საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის ციტატა „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის შესახებ. „ცხოვრების შედარებით დაბალი ფასები, ხელმისაწვდომი „Wi-Fi“, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კვების ფართო არჩევანი დისტანციურად მომუშავეთათვის მიმზიდველია. თბილისი ძალიან პოპულარული გახდა ამ პროექტის მონაწილეებისათვის, რასაც ხელი შეუწყო გრძელვადიანი ვიზების გაცემამ, შედეგად 3 ათასზე მეტმა ადამიანმა შემოიტანა განაცხადი, ხოლო ქვეყანას ათასზე მეტი აპლიკანტი ეწვია. ამ პროექტმა პოზიტიური გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკასა და ტურისტულ სექტორზე, რადგან ძალიან ბევრი უცხოელი დისტანციურად მომუშავე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქვეყნის შიგნით მოგზაურობს“.-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელებს დიდი ხნით დარჩენა შეუძლიათ. „საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია, საქართველო პატარაა, მაგრამ საოცრად მიმზიდველი როგორ მოგზაურებისთვის ასევე დისტანციურად მომუშავეთათვის. აქ ყველა რაღაცას იპოვის. პლაჟის, მთების, ღვინის, კულინარიის მოყვარულებს შეუძლია იმოგზაურონ, ისიამოვნონ და ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღონ საქართველოში. თუ შეგიყვარდათ ეს ქვეყანა და დიდი ხნით დარჩენა გსურთ ეს ძალიან მარტივია, საქართველოს უნიკალური სავიზო რეჟიმი აქვს, რაც უცხოელებს საშუალებას აძლევს ერთ წლამდე დარჩნენ ქვეყანაში, ეს განსაკუთრებით მიმზიდველია დისტანციურად მომუშავეთათვის“.-წერს ჟურნალისტი რანა გუდი და სტატიის დიდ ნაწილს თბილისის, სვანეთის, უშგულის, რაჭის აღწერას უთმობს. სტატიაში მოთხრობილია იმერული, კახური, სვანური სამზარეულოს,ქართული ღვინის მომზადების წესების და ქვევრის 8 ათას წლოვანი ისტორიის შესახებ. „Forbes”-ის ჟურნალისტმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა.
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)