|
2021-10-21 10:38:10, 839 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის საკითხები მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, რომელიც მათ შორის მოიაზრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმას, მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსსა და აზიის განვითარების ბანკის ენერგეტიკის მთავარ სპეციალისტ ადნან ტარინს შეხვდა. ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ისევე, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და OECD, მთავრობას დახმარებას უწევენ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებასა და მათ კორპორატიზაციაში. „დღეს მორიგი შეხვედრები გვქონდა როგორც მსოფლიო ბანკთან, ასევე აზიის განვითარების ბანკთან. მსოფლიო ბანკთან შეხვედრა ეხებოდა აეროპორტების გაერთიანების კომპანიას, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, გახდეს ფინანსურად უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი და მდგრადი. სწორედ კორპორატიზაცია და სახელმწიფო საწარმოების რეფორმა არის ამის გზა, რაშიც მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გვეხმარება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში უკვე გვაქვს წარმატებული მაგალითი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სახით, სადაც უკვე დაინიშნა დამოუკიდებელი ბორდი OECD-ის სტანდარტებით, სადაც უკვე ხდება კორპორატიზაციისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და შესაბამისი სტრუქტურების, წესებისა და რეგულაციების დანერგვა. „ამან უკვე მოიტანა ის შედეგი, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად, ელექტროსისტემამ შეწყვიტა ბანკროტობის პროცედურა პირველად მრავალი წლის შემდეგ, არის უკვე ფინანსურად დამოუკიდებელი, მეტნაკლებად სტაბილური და წელს პირველი წელი იქნება, როდესაც დივიდენდებს გადაუხდის ბიუჯეტს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)