|
2021-10-20 20:41:10, 1090 ნახვა
სამართალი
მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი ოფიციალურად წარედგინა
ეს არის დასტური, ეს არის " ქართული ოცნების" მიერ აღიარებული მიხეილ სააკაშვილს გმირობის დოკუმენტი. მიხეილ სააკაშვილს შეგნებულად, საიმისოდ, რომ "ოცნების" ხელისუფლებას, ამ ოლიგარქიულ ძალას არ ჰქონოდა პროვოკაციების საბაბი და არ მოეწყო დაპირისპირება ქართველ ხალხს შორის, აირჩია უმძიმესი, ურთულესი და გმირული გზა საქართველოში დასაბრუნებლად. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. მიხეილ სააკაშვილს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. "ეს არის დასტური, ეს არის " ქართული ოცნების" მიერ აღიარებული მიხეილ სააკაშვილს გმირობის დოკუმენტი. მიხეილ სააკაშვილს შეგნებულად, საიმისოდ, რომ "ოცნების" ხელისუფლებას, ამ ოლიგარქიულ ძალას არ ჰქონოდა პროვოკაციების საბაბი და არ მოეწყო დაპირისპირება ქართველ ხალხს შორის, აირჩია უმძიმესი, ურთულესი და გმირული გზა საქართველოში დასაბრუნებლად და აქ არ შეიძლება იდგეს საკითხი მესაზღვრემ პასპორტი შეამოწმა თუ არა. არ შეიძლება იდგეს საკითხი შტამპი იქნა თუ არა ჩარტყმული. როდესაც ოლიგარქიული რეჟიმის მიერ დევნილი მესამე პრეზიდენტი ბრუნდება საქართველოში ეს არის გმირობის აქტი და ზვიად გამსახურდიას გზის გაგრძელება და მადლობა "ქართულ ოცნებას", რომ ეს ასახეს დოკუმენტალურად", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)