|
2021-10-20 17:51:17, 1134 ნახვა
სამართალი
გიორგი ხანიშვილი ქუვეითის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის“ (BCAGC) წარმომადგენლებს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას ქუვეითის ელექტრონული მედიის კავშირის საბჭოს მდივანი მუჰამად ზაფირ ალ-არადა და BCAGC-ის ვიცეპრეზიდენტი დავით ცირდავა ესწრებოდნენ. „ქუვეითის დელეგაციის წარმომადგენლებთან განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალი. მნიშვნელოვანია, რომ დივერსიფიკაციის ფარგლებში, საქართველო ყოველწლიურად აფართოებს იმ ბაზრებს, სადაც სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი განხორციელდება. გალფის ქვეყნებთან გვაქვს კარგი გამოცდილება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო და მეცხოველეობის პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით. ვფიქრობ, შევძლებთ კიდევ უფრო გავზარდოთ და გავაუმჯობესოთ ქუვეითთან არსებული სავაჭრო ურთიერთობები“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. აღსანიშნავია, რომ „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა“ უცხოელ პარტნიორებთან ერთად შექმნილი არაკომერციული გაერთიანებაა, რომელმაც უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და აქვს გრძელვადიანი სამომავლო გეგმები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)