|
2021-10-20 12:41:18, 854 ნახვა
სამართალი
„კანონის უზენაესობის ინდექსით“ საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლიდერობს
კანონის უზენაესობის 2021 წლის ინდექსში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში I ადგილზე, საშუალოშემოსავლიანი კატეგორიის ქვეყნების ხუთეულში, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო 50 ქვეყანას შორისაა. - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის" მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის ინდექსი კანონის უზენაესობის მხრივ ვითარებას 44 ინდიკატორის მიხედვით მსოფლიოს 139 ქვეყანაში აფასებს. კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მმართველობის ზომიერება, ფუნდამენტური უფლებები, ნორმატიული უზრუნველყოფა და სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება - ჩამოთვლილ კატეგორიებში საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზე გავიდა. რაც შეეხება კიდევ ერთ კატეგორიას: „კორუფციისგან თავისუფლების ინდექსი" - საქართველო მსოფლიოში 31-ე, ხოლო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-19 პოზიციას იკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)