|
2021-10-07 12:54:02, 2187 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - შეინიშნება ეპიდვითარების გაუარესების ტენდენციები, გვეწყება ახალი შემთხვევების ზრდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ბოლო 3 დღის განმავლობაში შეინიშნება ეპიდვითარების გაუარესების ტენდენციები. როგორც გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, ეპიდვითარების გაუმჯობესების პროცესს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია შეაჩერებს. „ძალიან საყურადღებო და გასათვალისწინებელი მიმდინარეობაა, იცით, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებელი იკლებდა, თითქმის ბოლო ერთი თვეა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, შემდგომ ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობაც წამოვიდა ქვემოთ, რეპროდუქციის ინდექსი, მაგრამ ბოლო 3 დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცები, იმიტომ რომ, ბოლო 3 დღეა წინა ორ კვირასთან შედარებით სამშაბათიც, ოთხშაბათიც, ხუთშაბათიც, გვაქვს 300 ერთეულით მეტი ახალი შემთხვევები, ვიდრე ეს იყო წინა კვირაში. ეს ძალიან ყურადღება მისაქცევი ფაქტია, რომ ჩვენ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ზრდა ახალი შემთხვევების. ამას შესაძლოა ბევრი მიზეზი ჰქონდეს, ამიტომ, ამ პროცესს შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია, სწორედ ის, რომ დავარდა ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი და გვაქვს 7-8-9 ათასის ფარგლებში ვართ, ეს არის ძალიან ცუდი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)